ღარიბაღელე

წავიკითხე პროექტი ღარიბაღელე და ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით ის ქვესათაური " ასე ვიკვლევდით",რადგან დეტალურად და დღეების მიხედვით ქონდათ აღწერილი როდის და რის შემდეგ რა გააკეთეს,აგრეთვე დეტალურად განიხილეს წყლის ქიმიური შემადგენლობა რაც მათი პროექტის მთავარი საკითხი იყო.

ჩემს შესახებ

მე ვარ თამარ ბერიანიძე. დავიბადე 1987წლის 13 დეკემბერს. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე,ვარ მე–4 კურსზე.

რატომ მინდა ამ კურსის გავლა

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში. იხ

IEARN---GEARN

IERNI-არის საერთაშორისო საგანმანათლებო და რესურს ნეტი. აქ მუშაობა შეგიძლია როგორც ინგლისურ ასევე ქართულ და სხვა ენებზე,მოცემულია სხვადასხვა პროექტები.
GEARN-არის ქართული საგანმანათლებლო და რესურს ნეტი. აქ მუშაობა შეგიძლია ქართულ ენაზე,ეს არის ქართული საიტი და აქ არის ქართული პროექტები

ისტ დაწყებით სკოლაში

ისტ არის ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგია.ეს კურსი ემსახურება ეთიკურ,ინფორმირებული,კანონ–მორჩილი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას.პიროვნებისა,რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,მართვას,მის დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს ად მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.იხ. მასალა
დღეს 21 აპრილს 2010 წლის ვსწავლობთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ ფაილი იხილე დოკუმენტი

რა არის პროექტი?

რპროექტი არის:
  1. საქმიანობის ერთობლიობა
  2. მიზანი
  3. დაწყების და დასრულების დრო
  4. ადამიანთა გუნდი
  5. რესურსები/ბიუჯეტი

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი
ეროვნულ სასწავლო გეგმასა და თანამედროვე პედაგოგიურ ლიტერატურაში ხშირად
გვხვდება ტერმინი ”პროექტი”. რას ნიშნავს სასწავლო პროექტი და რატომ მისდევენ
პროექტი”.
მასწავლებლები პროექტზე დაფუძნებულ სწავლას კარგ სკოლებში?
სკოლებში?
თანამედროვე პედაგოგიკაში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე
დაფუძნებული სწავლა (Project Based Learning). ეს არის მიდგომა, რომელიც
საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებში ჩასმულ,
მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო
გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ,
საკითხებს/პრობლემებს ეხება.
ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების
გამომუშავებას:
ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის
ან
ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით.
კარგად დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის
საგანმანათლებლო სტანდარტს და შინაარსს.
ჩვეულებრივ, სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულ
მოსწავლეთა ჯგუფი ახორციელებს მასწავლებლის დახმარებით. მეორე მხრივ,
პროექტის შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც
შესრულებული ნამუშევრის ხარისხს, ისე თითოეული მოსწავლის წვლილს
რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, პროექტული სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, აწარმოოს
რეფლექსია საკუთარ იდეებსა და შეხედულებებზე, გამოკვეთოს საკუთარი
პოზიციები და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის
შედეგსა და სასწავლო პროცესზე.
1
პროექტზე დაფუძნებული სწავლის მთავარი კომპონენტები ქვემოთ
დიაგრამის სახით არის მოცემული.
როგორ დავგეგმოთ და განვახროციელოთ სასწავლო პროექტი იმგვარად, რომ
ნამდვილ შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას შეუწყოს ხელი?
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის
განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო.
იგი უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი
და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქვედებისა და
შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ
პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი),
რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.
2
პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და
დამაჯერებლად არის წარმოდგენილი (მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი,
ინსცენირება, დებატი, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ.). ასევე, ამ
პროექტის ყველა დაინტერესებული მხარე, ანუ მასში ჩართული მოსწავლეები, სხვა
მოსწავლეები, მასწავლებლები, აუდიტორია, სადაც წარადგენენ პროექტს და ა. შ.
შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია.
შესაძლებელია,
მოსწავლემ
პროექტი
შეადგინოს
და
განახორციელოს
ინდივიდუალურად. გარკვეული კომპეტენციების განვითარებისთვის (მაგალითად:
სოციალური უნარები) უფრო ნაყოფიერი და წარმატებულია ჯგუფური სამუშაო.
პროექტის საკითხებს მოსწავლეები შედარებით ხანგრძლივი დროის (ერთი ან
რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს
ან უფრო ფართო აუდიტორიას.
პროექტის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს მიღებული ცოდნის და
გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.
სასწავლო პროექტების დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროექტს
შეიძლება
ჰქონდეს
განსხვავებული
დანიშნულება
მასწავლებლისა
და
მოსწავლეთათვის.
მაგალითები:
მიზნის მაგალითები:
მოსწავლეებისთვის: ტყეში ლაშქრობა ტყის მწერების შესწავლისთვის;
მოსწავლეებისთვის:
მასწავლებლებისთვის: მოსწავლემ: იცოდეს ტყის მნიშვნელობა; შეძლოს
მასწავლებლებისთვის:
ჰერბარიუმის გაკეთება; შეძლოს გამოთქვას აზრი იშვიათი მწერების შესახებ.
3
პროექტამდე და პროექტის შემდეგ კომპეტენციების აღწერის 2-ეტაპიანი სქემა
შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად:
შემდეგნაირად:
მიზანი
მახასიათებლები:
• ***** -მ იცის: (.......)
• *******-ეს შეუძლია (.......)
• *******-ეს მიაჩნია (.......)
1
2
3
4
პრობლემა
მახასიათებლები:
• ***** -მ არ იცის (....)
• *******-ეს არ შეუძლია (.....)
• *******-ეს არ მიაჩნია (.......)
პროექტის
ვთქვათ, ომ:
სასწავლო პროექტის შესახებ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ:
• არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც გვინდა.
არსებობს მიზანი, რომელიც დავისახეთ პრობლემიდან გამომდინარე.
შესაძლებელია არსებული პრობლემის აღწერა (შესაძლებელია
მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა).
შერჩეულია გზა (აქტივობები) რომელთა განხირცილებაც მიზნამდე
მიგვიყვანს (მიღწეული იქნება გაზომვადი შედეგები).
არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ აქტივობებს
(გადანაწილებულია სამუშაო და პასუხისმგებლობები)
გაანგარიშებულია და განაწილებულია საჭირო რესურსები (როგორც
ადამიანური, ისე მატერიალური)
გათვლილია განხორციელებისთვის საჭირო დრო (ეტაპების მიხედვით)
წინასწარ გათვლილია მოსალოდნელი შედეგი (შესაძლებელია ამ შედეგის
მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა).
დაგეგმილია შედეგების გამოქვეყნება ან წარდგენა აუდიტორიისთვის
როგორც წესი, პროექტზე დაფუძნებული სწავლა კვლევით აქტივობებს მოიცავს.
ინფორმაციის ძიება, წყაროების შედარება, მონაცემების ანალიზი სასწავლო
პროექტის საკვანძო კომპონენტებია.
4

სასწავლო პროექტის დაგეგმის პროცესი

სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესი
განსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მთავარი იდეა.
იდეა.
უპასუხეთ შეკითხვას: რა არის ის უმთავრესი, რასაც ისწავლიან მოსწავლეები ამ
პროექტის განხორციელებისას?
როგორ განვსაზღვროთ სასწავლო პროექტის თემა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასწავლო პროექტის თემა შეიძლება განისაზღვროს
ა) საინტერესო, აქტუალური შეკითხვის მიხედვით ან
ბ) რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით.
ვინაიდან სასწავლო პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მოსწავლეთა
აქტიურობაა, სასურველია, თემის განსაზღვრაში თავად მიიღონ მონაწილეობა.
ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული თემა შესაბამისობაში იყოს ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებსა და რეკომენდებულ
შინაარსთან.
ნებისმიერ შემთხვევაში, შერჩეული თემის დამუშავება უნდა დაეხმაროს ყველა
მოსწავლეს ესგ-ს მიხედვით დადგენილი შედეგების მიღწევაში.
უმჯობესია, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოყალიბდეს. შეკითხვის
დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ
გვიბიძგებს.
თემის განსაზღვრის პროცედურა შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიით შესრულდეს.
ქვემოთ მოცემულია პროცედურის ერთ-ერთი გავრცელებული ვარიანტის აღწერა.
• ნაბიჯი 1: მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ რამდენიმე
მათთვის საინტერესო, აქტუალურ თემას ან პრობლემას, რომლებიც დაფაზე
იწერება. საინტერესო თემის მაგალითები: ”ვულკანი”, ”ბიზანტიური
კულტურა”, ”პრიმატები” და სხვ. პრობლემური თემის მაგალითები: ”ქუჩის
ძაღლები”, ”გარე ვაჭრობა”, ”შიდსი” და სხვ.
• ნაბიჯი 2: მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე
საინტერესო თემას. ამ მიზნით შესაძლებელია არჩევნების მოწყობა.
საბოლოოდ, განისაზღვრება ერთი ან ორი თემა, რომელზეც მოსწავლეები
გააგრძელებენ მუშაობას.
• ნაბიჯი 3: მოსწავლეები აკონკრეტებენ თემას და იღებენ საბოლოო
გადაწყვეტილებას საპროექტო თემის შესარჩევად. როგორც წესი, თავიდან
თემები მეტად ზოგადია და ერთი პროექტის ფარგლებში მათი ამოწურვა არ
არის სასურველი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი თემის/პრობლემის
შერჩევის შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყონ მისი დავიწროება. ამ მიზნით
შესაძლებელია თემის გარშემო რამდენიმე საინტერესო შეკითხვის ჩამოწერა
ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. მაგალითად, თემაზე ”ვულკანი”
მოსწავლეებმა შესაძლოა ჩამოწერონ შემდეგი შეკითხვები: ”რა არის ვულკანი?”
”რა იწვევს ვულკანს?” ”რა ვიცით ცნობილი ვულკანების შესახებ?” ”რა არის
ძირითადი საფრთხეები ვულკანის ამოფრქვევისას?” ”როგორ ზემოქმედებს
ვულკანი გარემოზე?” და ა. შ. საინტერესო შეკითხვების ჩამოწერის შემდეგ
მოსწავლეები ერთიანდებიან მცირე საპროექტო ჯგუფებში და ინაწილებენ
თემებს და შესაბამის შეკითხვებს.
განსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეებთან
მნიშვნელობა/
ერთად.
რით არის ეს სასწავლო პროექტი აქტუალური? როგორ შეუწყობს იგი ხელს
მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? რა ცხოვრებისეულ
პრობლემებს და ღირებულებებს შეეხება ეს პროექტი? როგორ დაეხმარება იგი
მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში?
განსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები (მოლოდინები)
მიზნები
რა არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც ისახავს ეს პროექტი? (ამ საკითხზე
მოსწავლეებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება)
მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს:
რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები?
რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში
გაიწაფებიან მოსწავლეები?
რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს?
ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს
სასწავლო პროექტი?
ჩამოწერეთ ის შედეგები, რომელთა მიღწევასაც ითვალისწინებს კონკრეტული
სასწავლო პროექტი.
აუცილებლად განსაზღვრეთ, თუ რა სახის ქმედებებით გამოავლენენ
მოსწავლეები შედეგების მიღწევას. რა უნდა შექმნან მოსწავლეებმა, რომელიც
აჩვენებს, რომ შედეგი მიღწეულია?
ეს დიდ დახმარებას გაგიწევთ მოსწავლეთა შეფასებაში.
განსაზღვრეთ შეფასების საგანი და პროცედურები
როგორ დავადგენთ მოსწავლეთა წარმატებას?
რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ინფორმაციის მოძიება
და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)?
რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები? მას შემდეგ, რაც გამოკვეთავთ
კრიტერიუმებს (მაგ: ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის
გამოყენება, ინოვაცია...)
შექმენით მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (სასურველია,
მოსწავლეებთან ერთად). განსაზღვრეთ, რა შემთხვევაში მიანიჭებთ მოსწავლის
ნამუშევარს D (დაბალ), C (საშუალო), B (კარგ) ან A (საუკეთესო) ქულას.
წინასწარ, ანუ სასწავლო დავალებების/ინსტრუქციების მიცემამდე გააცანით რუბრიკა
მოსწავლეებს.
წინასწარი ცოდნა
რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ პროექტის ამოცანები
წარმატებით შეასრულონ?
გაიაზრეთ ის ინფორმაცია და უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა შედეგების
მისაღწევად. აუცილებელია პროექტის ფორმატი და შინაარსი მოსწავლეთა წინასწარ
ცოდნასთან და უნარებთან შესაბამისი იყოს, რათა მოსწავლეებს არ მოუწიოთ დიდი
”ნაპრალის” დაძლევა და ამან არ დააფრთხოს ან არ დააკარგინოს ინტერესი
მოსწავლეებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლებთ? რამდენად შეესაბამება
შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს?
ხომ არ შეგვიძლია საკითხის დამუშავებაში აუდიო ან ვიდეო-მასალის, საინფორმაციო
ტექნოლოგიების ინტეგრირება? როგორ?
განსაზღვრეთ ტექსტები, თვალსაჩინოებები და სხვა რესურსები.
სასწავლო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მოსწავლეთა მიერ
დამოუკიდებლად ინფორმაციის ძიება, დამუშავება და ორგანიზება. ამიტომ
მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, როდის და როგორ დაეხმარება მოსწავლეებს
ინფორმაციის ძიების პროცესში. თავდაპირველად მოსწავლეებს ესაჭიროებათ
კონკრეტული წყაროების დასახელება და მითითება, თუ სად და როგორ მოიძიონ
ისინი. შემდეგში, თანდათანობით, ისინი თავად შეძლებენ წყაროების მოძიებას.
სასწავლო პროექტის მსვლელობა
მსვლელობა
ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები
რა ძირითადი საფეხურებისაგან შედგება სასწავლო პროექტი?
სასწავლო პროექტი რამდენიმე ძირითადი საფეხურის გავლას მოითხოვს:
1. თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვ(ებ)ის ჩამოყალიბება
2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება (შესაძლოა კლასის დაყოფა როგორც
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით: გაყოფა, გათვლა.., ასევე მიზნობრივად
გადანაწილებით, მასწავლებლის მიერ)
3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში (ან ჯგუფებში, თუ რამდენიმე პროექტი
კეთდება ან პროექტის გასაკეთებლად ჯგუფებს თუ განსხვავებული გეგმები
აქვთ)
4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (ვინ არის პასუხილმგებელი
კონკრეტულ საქმიანობის შედეგზე, ვინ არიან შემსრულებლები, ვინ რას და
როდის აკეთებს)
5. აქტივობების განხორციელება (პროდუქტის მომზადება)
6. პროდუქტის პრეზენტაცია
7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება (მოსწავლეებისმიერ ანგარიშის სახით და
მსაწავლებლების მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის მიხედვით)
ჩამოწერეთ პროექტის მსვლელობის გეგმა აქტივობების მიხედვით, რომელიც
კომპაქტურად და ნათლად წარმოადგენს პროცესის მიმდინარეობას და რესურსებს.
გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული სქემა.
სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
საქმიანობის გაწერა ვადებში
საქმიანო
განხორციე
რესურსები
საქმიანობები
ბის
ლებაზე
განმახო
პასუხისმგ
რციელე
ებელი
ბელი
მოსწავლე
მოსწავლ
ეები
1
1.1
1.2
1.2.1
1.2.2
1.3
2
2.1
2.2
3
3.1
3.2
3.3