ღარიბაღელე

წავიკითხე პროექტი ღარიბაღელე და ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით ის ქვესათაური " ასე ვიკვლევდით",რადგან დეტალურად და დღეების მიხედვით ქონდათ აღწერილი როდის და რის შემდეგ რა გააკეთეს,აგრეთვე დეტალურად განიხილეს წყლის ქიმიური შემადგენლობა რაც მათი პროექტის მთავარი საკითხი იყო.

ჩემს შესახებ

მე ვარ თამარ ბერიანიძე. დავიბადე 1987წლის 13 დეკემბერს. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე,ვარ მე–4 კურსზე.

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი
ეროვნულ სასწავლო გეგმასა და თანამედროვე პედაგოგიურ ლიტერატურაში ხშირად
გვხვდება ტერმინი ”პროექტი”. რას ნიშნავს სასწავლო პროექტი და რატომ მისდევენ
პროექტი”.
მასწავლებლები პროექტზე დაფუძნებულ სწავლას კარგ სკოლებში?
სკოლებში?
თანამედროვე პედაგოგიკაში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე
დაფუძნებული სწავლა (Project Based Learning). ეს არის მიდგომა, რომელიც
საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებში ჩასმულ,
მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო
გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ,
საკითხებს/პრობლემებს ეხება.
ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების
გამომუშავებას:
ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის
ან
ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით.
კარგად დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის
საგანმანათლებლო სტანდარტს და შინაარსს.
ჩვეულებრივ, სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულ
მოსწავლეთა ჯგუფი ახორციელებს მასწავლებლის დახმარებით. მეორე მხრივ,
პროექტის შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც
შესრულებული ნამუშევრის ხარისხს, ისე თითოეული მოსწავლის წვლილს
რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, პროექტული სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, აწარმოოს
რეფლექსია საკუთარ იდეებსა და შეხედულებებზე, გამოკვეთოს საკუთარი
პოზიციები და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის
შედეგსა და სასწავლო პროცესზე.
1
პროექტზე დაფუძნებული სწავლის მთავარი კომპონენტები ქვემოთ
დიაგრამის სახით არის მოცემული.
როგორ დავგეგმოთ და განვახროციელოთ სასწავლო პროექტი იმგვარად, რომ
ნამდვილ შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას შეუწყოს ხელი?
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის
განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო.
იგი უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი
და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქვედებისა და
შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ
პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი),
რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.
2
პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და
დამაჯერებლად არის წარმოდგენილი (მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი,
ინსცენირება, დებატი, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ.). ასევე, ამ
პროექტის ყველა დაინტერესებული მხარე, ანუ მასში ჩართული მოსწავლეები, სხვა
მოსწავლეები, მასწავლებლები, აუდიტორია, სადაც წარადგენენ პროექტს და ა. შ.
შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია.
შესაძლებელია,
მოსწავლემ
პროექტი
შეადგინოს
და
განახორციელოს
ინდივიდუალურად. გარკვეული კომპეტენციების განვითარებისთვის (მაგალითად:
სოციალური უნარები) უფრო ნაყოფიერი და წარმატებულია ჯგუფური სამუშაო.
პროექტის საკითხებს მოსწავლეები შედარებით ხანგრძლივი დროის (ერთი ან
რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს
ან უფრო ფართო აუდიტორიას.
პროექტის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს მიღებული ცოდნის და
გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.
სასწავლო პროექტების დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროექტს
შეიძლება
ჰქონდეს
განსხვავებული
დანიშნულება
მასწავლებლისა
და
მოსწავლეთათვის.
მაგალითები:
მიზნის მაგალითები:
მოსწავლეებისთვის: ტყეში ლაშქრობა ტყის მწერების შესწავლისთვის;
მოსწავლეებისთვის:
მასწავლებლებისთვის: მოსწავლემ: იცოდეს ტყის მნიშვნელობა; შეძლოს
მასწავლებლებისთვის:
ჰერბარიუმის გაკეთება; შეძლოს გამოთქვას აზრი იშვიათი მწერების შესახებ.
3
პროექტამდე და პროექტის შემდეგ კომპეტენციების აღწერის 2-ეტაპიანი სქემა
შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად:
შემდეგნაირად:
მიზანი
მახასიათებლები:
• ***** -მ იცის: (.......)
• *******-ეს შეუძლია (.......)
• *******-ეს მიაჩნია (.......)
1
2
3
4
პრობლემა
მახასიათებლები:
• ***** -მ არ იცის (....)
• *******-ეს არ შეუძლია (.....)
• *******-ეს არ მიაჩნია (.......)
პროექტის
ვთქვათ, ომ:
სასწავლო პროექტის შესახებ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ:
• არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც გვინდა.
არსებობს მიზანი, რომელიც დავისახეთ პრობლემიდან გამომდინარე.
შესაძლებელია არსებული პრობლემის აღწერა (შესაძლებელია
მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა).
შერჩეულია გზა (აქტივობები) რომელთა განხირცილებაც მიზნამდე
მიგვიყვანს (მიღწეული იქნება გაზომვადი შედეგები).
არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ აქტივობებს
(გადანაწილებულია სამუშაო და პასუხისმგებლობები)
გაანგარიშებულია და განაწილებულია საჭირო რესურსები (როგორც
ადამიანური, ისე მატერიალური)
გათვლილია განხორციელებისთვის საჭირო დრო (ეტაპების მიხედვით)
წინასწარ გათვლილია მოსალოდნელი შედეგი (შესაძლებელია ამ შედეგის
მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა).
დაგეგმილია შედეგების გამოქვეყნება ან წარდგენა აუდიტორიისთვის
როგორც წესი, პროექტზე დაფუძნებული სწავლა კვლევით აქტივობებს მოიცავს.
ინფორმაციის ძიება, წყაროების შედარება, მონაცემების ანალიზი სასწავლო
პროექტის საკვანძო კომპონენტებია.
4